სალომე სამადაშვილი -  თუ „ქართული ოცნება" საზოგადოებას წინსწრებით ეუბნება, რომ ივანიშვილს არ შეეხება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, ე.ი. არ აპირებს არაფრის გაკეთებას, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თუ „ქართული ოცნება" საზოგადოებას წინსწრებით ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, ე.ი. არ აპირებს არაფრის გაკეთებას, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს და მას აქვს გაკეთებული არჩევანი - ევროკავშირს და ბიძინა ივანიშვილს შორის ირაკლი კობახიძე, მდინარაძე და სხვები ირჩევენ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" დააინიცირებს დეოლიგარქიზაციის ისეთ პროექტს, რომლითაც ევროკავშირის მოთხოვნას შეასრულებს.

"ისეთი კანონპროექტის დაინიცირება, სადაც "ქართული ოცნება" აცხადებს წინასწარ, ვის შეეხება და ვის არა ის, ევროკავშირის მხრიდან არ ჩაითვლება ჩემი აზრით რეკომენდაციის შესრულებად. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და დაველოდებით მათ დასკვნას. როცა დეოლიგარქიზაციაზე არის საუბარი, ევროკავშირი რასაც გულისხმობს, ეს არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დასრულდეს სახელმწიფოს მიტაცება და სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული. ამიტომ არ არსებობს კანონპროექტი ბუნებაში, რომელიც დღეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა უმრავლესობამ პარლამენტში მიიღოს იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნა. რას გულისხმობს ევროკავშირი ამ მოთხოვნაში განმარტებული იქნა არაერთხელ და ეს ნიშნავს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუციების აღდგენას, ოლიგარქიული გავლენის მოხსნას სასამართლოზე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. არ მიმაჩნია, რომ ივანიშვილის მართული უმრავლესობა რაიმე კანონპროექტს დაამტკიცებს, რომელიც ივანიშვილის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს დაუბრუნებს ქართველ ხალხს, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით, ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნების გზით ხალხისთვის.

ვის გულისხმობს ოლიგარქში, ეს ევროკავშირმა გასაგებად დააფიქსირა. თუ "ქართული ოცნება" საზოგადოებას წინსწრებით ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა, მაშინ "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს ეუბნება, რომ არ აპირებს არაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღოს და მას აქვს გაკეთებული არჩევანი, რომ ევროკავშირს და ბიძინა ივანიშვილს შორის ირაკლი კობახიძე, მდინარაძე და სხვები ირჩევენ ბიძინა ივანიშვილს, ეს უნდა უთხრან მაშინ ქართველ ხალხს გასაგებ ენაზე,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო