სალომე სამადაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ - მათ აქვთ მიღებული ივანიშვილისგან დავალება, მაქსიმალურად დააზიანონ ურთიერთობები სტრატეგიულ მოკავშირეებთან

მათ აქვთ მიღებული ივანიშვილისგან დავალება, დააზიანონ პარტნიორებთან ურთიერთობები - ეს ემსახურება ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ქართული სახელმწიფოს ხარჯზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მოძრაობის "ხალხის ძალა" განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად, თუ დასჭირდებათ, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ევროპული არჩევანისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას აპირებენ.

"არანაირი "ხალხის ძალა" არ არსებობს, ეს არის "ქართული ოცნების" ქვედანაყოფი და მათ აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ ჩანს, დავალება მიღებული, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ურთიერთობები სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მათ შორის ღია და საჯარო თავდასხმების გზით, მაშინ როცა ჩვენი ამოცანა არის ამ ურთიერთობების განმტკიცება. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს - ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში ქართული სახელმწიფოს ხარჯზე, რადგან ივანიშვილმა და მისმა მართულმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ნათლად უთხრა ქართველ ხალხს, რომ მათი არჩევანი არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუ დასჭირდათ, რომ ამისთვის დათმონ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ჩვენი ევროპული არჩევანი და ქვეყნის სუვერენიტეტი, ისინი ამის ყველაფრის დათმობას აპირებენ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა