იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი „ტვიტერში“ წერს.

„დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - წერს იენს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, 60 კი - დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო