ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

ზაპოროჟიეში, რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე S-300 რაკეტის მოხვედრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„სამი დაღუპული, შვიდი დაჭრილი ამ დროისთვის (ადგილობრივი დროით 15:30 საათისთვის ). სამუშაოები გრძელდება, ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1:50 წუთზე რუსებმა რაკეტები (წინასწარი მონცემებით, S-300) გაუშვეს რეგიონულ ცენტრში. სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საბავშვო ბაღი.

ადგილზე მუშაობენ პოლიციის თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ასევე სპეციალიზებული სამსახურების სპეციალისტები.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ და რუსული არმიის შეიარაღებული აგრესიის მტკიცებულებებს აგროვებენ.