უკრაინა დიმიტრი მედვედევზე, სერგეი შოიგუსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებზე ძებნას აცხადებს

უკრაინა დიმიტრი მედვედევზე, სერგეი შოიგუსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებზე ძებნას აცხადებს

უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და აგრესორი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე დიმიტრი მედვედევზე ძებნას აცხადებს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, ის, ისევე როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების უმეტესობა, ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეში, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა). ასეთი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტ წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ძებნილთა სიაში ასევე არიან პუტინის რეჟიმის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან - ბორტნიკოვი, ვოლოდინი, ზოლოტოვი, კალაკოლცევი, მატვიენკო, ნარიშკინი, შოიგუ, შოგოლევი, პატრუშევი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციითვე, გამომძიებლები, გენერალური პროკურატურის პროკურორებთან ერთად, განაგრძობენ მუშაობას ყველა „რაშისტის“ ქმედებების დოკუმენტირებაზე, ვინც დამნაშავეა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, რათა ისინი დაისაჯონ.