გაერო-ში უკრაინის ელჩი - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა

გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერჰი კისლიციამ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთი დაგმო და ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

„სახლებში მძინარე მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომლის შეკავებაც უმკაცრესი გზებით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. „რეფერენდუმებს" და ამ რეგიონების რუსეთის მხრიდან ანექსიას გმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო