ალექსეი არესტოვიჩი- რუსეთმა უკრაინის დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია

რუსეთმა უკრაინის მასიური დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინს მიზანს, საზოგადოებრივ აზრთან გამკლავების მიზნით, ესკალაცია წარმოადგენდა.

"მას განსაკუთრებით აინტერესებს იმ ჯგუფის აზრი, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია. ეს არის მისი უახლოესი წრე: უსაფრთხოების ძალები და ოლიგარქები", - განმარტა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მასთან მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია.

”მათ ვერაფერს მიაღწიეს სამხედრო თვალსაზრისით. მსოფლიო თავიანთ წინააღმდეგ განაწყვეს. დასავლეთში იმ ხალხს, ვინც ბოლო ერთი კვირაა აყენებენ თემას, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება, არგუმენტები აღარ აქვთ. ვისთან გინდათ მოლაპარაკება, მათთან, ვინც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს?“ - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ