უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში, მტრის 73 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა, ასევე 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, სხვადასხვა მიმართულებით, გაანადგურეს 73 საჰაერო სამიზნე, მათ შორის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. „ეს დასახლებებია: კიევი, ლვოვი, რივნე, ჟიტომირი, ტერნოპილი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, პრილუკი, ნიჟინი, კონოტოპი, ხარკოვი, კრემენჩუკი, დნიპრო, კრივი რიჰი, ზაპორიჟიე, მიკოლაივი, ოდესა. დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები“, - აცხადებენ გენშტაბში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით