ზაპოროჟიეში, შენობიდან, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, 6 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ზაპოროჟიეში, შენობიდან, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, 6 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ზაპოროჟიეს ცენტრში, 10 ოქტომბრის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევების ქვეშ ექვსი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც რაკეტა მოხვდა, 6 დაღუპული გამოიყვანეს“, - აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა და სადარბაზო გაანადგურა.