ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის

პუტინს ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” ლიდერებთან სამიტზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქებზე ორდღიანი საჰაერო დარტყმების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ “საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის“.

“რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა “დიდი შვიდეულის” ლიდერებს ზედა ზღვარი დაუწესონ რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს, ვინაიდან, ეს მშვიდობის მიღწევას დააჩქარებს.

“ისინი [ენერგორესურსებზე ზედა ზღვარები] წაახალისებენ ტერორისტ სახელმწიფოს დაფიქრდეს მშვიდობაზე, ომის წამგებიანობაზე”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ასევე უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე “საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის” განლაგების ინიციატივით გამოვიდა.