G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს „პასუხი მოეთხოვება“

პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის. ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.

G7-ის ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.

საერთო განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ მზად არიან უკრაინას მიაწოდონ მხარდაჭერა, რაც სჭირდება.

“ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა