ანჯეი დუდა - თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს, რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, საკუთარი ქვეყნის ნაწილი მისცეს, უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს

თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, საკუთარი ქვეყნის ნაწილი მისცეს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბრატისლავაში ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერთა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მრავალი სამხედრო დანაშაულების მერე, მსოფლიოში აღარავის ეცდება “რუსეთს სახე შეუნარჩუნოს”.

“იმედი მაქვს, რომ მსოფლიოში აღარავინ გამოვა, მსგავსი ინიციატივებით: “რუსეთმა ამ კონფლიქტში სახე უნდა შეინარჩუნოს” , ანუ, რომ მას რაიმე ტერიტორიული მიღწევები უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა დუდამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აგრესორის თავდასხმებისგან იცავს თავს, აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას და დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის დადგება მშვიდობა.

“პოლონეთის თვალსაზრისით, და ასევე, მგონი, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის თვალსაზრისით, სამშვიდობო შეთანხმება შედგება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის მსოფლიოში აღიარებულ ტერიტორიას დატოვებს, ანუ როდესაც უკრაინა სრულ კონტროლს აღადგენს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ეს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საფუძველია”, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ სატელეფონო საუბრის დროს მან ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა გადასცა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა