ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინამ კიდევ 4 HIMARS-ი მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან კიდევ 4 HIMARS-ი ჩამოვიდა! მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, ლოიდ ოსტინსა და ამერიკელ ხალხს", - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების მიღება კარგი სიახლეა რამშტეინის ფორმატში დაგეგმილი მე-6 შეხვედრის წინ.
„HIMARS-ის დრო: კარგი დრო უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის. კარგი სიახლე რამშტეინის 6-ის წინა დღეს,“- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისათვის, HIMARS-ის პირველი პარტია უკრაინამ ივნისის შუა რიცხვებში მიიღო.

























