რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ოკუპანტები ისევ თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლების ფანჯრები და კარები დაზიანდა", - განაცხადა კურტევმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს გუშინ დილით 12 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

























