გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო, ბოლო დღეებში კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, აცხადებს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.

„რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი დარტყმები უკრაინაში სამოქალაქო ტერიტორიებზე მოწმობს შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას მათთვის, ვინც ცდილობს დაიცვას თავისი ერი. ასე რომ, დღეს მე ვაძლევ უფლებას უკრაინისთვის AMRAAM რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საშუალო რადიუსზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის, AMRAAM-ის, გამოყენება შესაძლებელია NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომლის მიწოდებასაც უკრაინას აშშ დაჰპირდა.

AMRAAM-ის მიწოდება უახლოეს კვირებში მოხდება.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა