ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 20 მებრძოლი დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 20 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
„ჩვენები სახლში ბრუნდებიან… მოვახერხეთ ტყვეობიდან 20 ადამიანის დაბრუნება. ეს უკრაინელი გმირების 20 ისტორიაა, 14 - უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 4 ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი, ერთი ეროვნული გვარდიელი და ერთი სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი”, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის არის ხალხი, რომლებიც რუსებს ოლენივკას (დონეცკის ოლქი) კოლონიაში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰყავდათ. ამ მომენტში გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან.
“ყველას უხარია მშობლიურ მიწაზე ყოფნა. მათ ძალიან ელოდებოდნენ სახლში. ყველას დავიბრუნებთ. სხვანაირად არ იქნება”, - წერს ერმაკი.

























