ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება

რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების რისკი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მყარი იქნებიან უკრაინის დასავლელი პარტნიორები პუტინის ატომური შანტაჟის მიმართ და მიიღებს თუ არა ის ძლიერი პასუხის შესახებ გაფრთხილებას.

“რუსეთს შეეშინდება ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, როდესაც ევროპაში ყველა იგრძნობს ძალას, რომ მათი შანტაჟი არაფრით არ შეიძლება… ის [პუტინი] იქცევა როგორც ტერორისტი. ევროპამ ასე არ უნდა იმოქმედოს, ვინაიდან ევროპა სხვანაირია. თუმცა რუსეთის ამ ხელმძღვანელობისთვის არ შეიძლება სისუსტის ჩვენება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც მაგალითი, უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ოკუპაცია და უკანონო ანექსია მოიყვანა, რომლისთვისაც რუსეთმა მხოლოდ „ძალიან ზედაპირული სანქციები” მიიღო, რაც პუტინმა სუსტ პასუხად აღიქვა და ამის შემდეგ აგრესია დონბასზეც გაავრცელა და საბოლოოდ, სრულმასშტაბიან შეჭრაზე გადავიდა.

„მათ [ევროპელებს] შეიძლება ეჩვენებოდათ, რომ შემხვედრ ნაბიჯს დგამდნენ, მაგრამ როდესაც რუსეთისკენ შემხვედრ ნაბიჯს დგამ - ეს ნაბიჯია უკან, ვინაიდან ამ ჩახუტებაში რუსეთი თქვენ ჩაგახშობთ. ეს მისი მიზანია, ამ ხელმძღვანელობის… ამიტომ, მას თუ სურს ატომური იარაღის გამოყენება, მას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ ეცოდინება, რომ გამოყენების შემდეგ არაფერი არ იქნება. ეს სწორედ ასე მუშაობს - ამიტომ ვლაპარაკობდით ყოველთვის პრევენციულ სანქციებზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო