ჯოზეფ ბორელი - უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა გამოიწვევს სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ატომურ დარტყმას დასავლეთისგან არა ბირთვული, არამედ “სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი” პასუხი მოჰყვება.

“ატომური მუქარა არის და პუტინი ამბობს, რომ იგი არ ბლეფობს. რეალურად, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და ნატო ასევე არ ბლეფობენ. და უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმა წარმოქმნის პასუხს, არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ ძლიერ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება”, - თქვა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო