ოლექსი რეზნიკოვი - ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს გადასცემს

მადლობელი ვარ ჩემი ესპანელი კოლეგის, მარგარიტა რობლესის გადაწყვეტილების გამო უკრაინაში ოთხ ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ის გაგზავნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ეს არის სწრაფი პასუხი იმ მოთხოვნაზე, რაც უკრაინამ „რამშტაინ 6“-ზე გააჟღერა.
„მეტი Hawk-ი გზაშია. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის”, -წერს რეზნიკოვი.

























