რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, - წერს გუბერნატორი.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

























