ოლექსი დანილოვი - უკრაინელი მებრძოლები ირანული დრონების 85-90%-ს ანადგურებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების ე.წ. „კამიკაძე-დრონების“, Shahed-136-ის, 85-90%-ს ანადგურებენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„შაჰიდების“ რაოდენობა, რომელსაც ჩვენი სამხედროები, საჰაერო თავდაცვის ძალები და ამ პროცესში ჩართულ სხვა დანაყოფები აგდებენ, უკვე 85-90%-ს აღწევს. ისინი ბევრ დრონს უშვებენ“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინა „კამიკაძე“ დრონების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ საჰაერო თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებულ შეტყობინებაზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს. აუცილებელია თავშესაფრებში თავის შეფარება, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება ადამიანების გადაადგილების შესახებ იმ ადგილებში, სადაც მათთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს საკითხი ყველასთვის „მამაო ჩვენოსავით“ უნდა იყოს“, – განაცხადა დანილოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო