თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები - 100-მდე პირია ამ დრომდე დაკითხული

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული.

როგორც მურადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ამ წუთებშიც ტარდება.

„გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით, 100-მდე პირია ამ დრომდე დაკითხული. გამოძიება სწავლობს თბილისის საქალაქო სამსახურიდან და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიიდან ამოღებულ დოკუმენტაციას. გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ წუთშიც ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩვენი ინტერესიც არის სწრაფად და მალე გავარკვიოთ მიზეზი რა მოხდა. გამოძიების შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ“, - განაცხადა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს