უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსეთის ყოველ მზაკვრულ ხრიკს ჩვენ მომზადებულები ვხვდებით

რუსეთის ყოველ მზაკვრულ ხრიკს ჩვენ მომზადებულები ვხვდებით, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა ვერც ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, რაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდებოდა უკრაინისთვის.

“მეტოქისგან მოულოდნელობები არ არის… არ არის არანაირი ქმედება, რომელიც ჩვენთვის ამა თუ იმ დონეზე სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდებოდა. მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინის სამხედროები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, ვინაიდან უნიკალური გამოცდილება გააჩნიათ.

“ერთმნიშვნელოვნად, ამ ომის მერე ბევრი რამ სამხედრო მეცნიერებიდან, ბრძოლის წარმოების ტაქტიკიდან, სტრატეგიიდან შეიცვლება - იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ომი”, - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების საზღვარგარეთ მომზადების ფაქტი მხოლოდ იძულებითი ნაბიჯია, რომელიც უკრაინამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე გადადგა.

“ახლა იძულებულნი ვართ სხვა ქვეყნებში ვისწავლოთ. ეს იძულებითი ზომაა, სამხედრო პოლიგონებზე ბევრი ხალხის თავმოყრის შემთხვევაში დიდი რისკი არსებობს. მეტოქეს რომ არ ჰქონდეს ჩვენი რეზერვების განადგურების შანსი ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე, ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა მათ პოლიგონებზე მომზადების საშუალება მოგვცეს”, - თქვა ბუდანოვმა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით