დუმის დეპუტატის ცნობით, გახშირებული თავდასხმების გამო რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაცვას გააძლიერებენ

გახშირებული თავდასხმების გამო რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაცვას გააძლიერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“სამხედრო კომისარიატებზე გახშირებული თავდასხმების გამო, “როსგვარდიის” მიერ მათი დაცვისთვის ზომებია მიღებული. რიგ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, სამხედრო კომისარიატებთან დისლოცირებულია “როსგვარდიის” არასაუწყებო დაცვის ჯგუფები. გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში - კომისარიატები შეყვანილია არასაუწყებო დაცვის ეკიპაჟების პატრულირების მარშრუტებში”, - წერს ხინშტეინი.

მისი თქმით, დანაშაულის ადგილებზე პირველი დაკავება უკვე განხორციელდა, კერძოდ, ცეცხლგამჩენი ნარევით ბოთლის სროლის მცდელობისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო