უკრაინული მედია - რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს

კიევში დღეს დილით აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.
"ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!" - მოუწოდა კლიჩკომ მოქალაქეებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს „კამიკაძე- დრონებით“ დაესხნენ.
”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“ – აღნიშნა ერმაკმა.

























