რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი

უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, თუმცა ერთი რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი - კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი - ნიკოპოლის რაიონის თავზე“, - წერს რეზნიჩენკო.

მისივე ცნობით, რუსები მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ ოლქს თავს. მათ ნიკოპოლის რაიონი „გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.