ვიტალი კლიჩკო - კიევში სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, ადგილზე მედიკოსებიც არიან მობილიზებული

ვიტალი კლიჩკო - კიევში სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, ადგილზე მედიკოსებიც არიან მობილიზებული

უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოს რაიონში დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.

„მუშაობს სახანძრო ბრიგადები. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მედიკოსები არიან მობილიზებული. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაზარალებულების შესახებ“, - წერს კლიჩკო.

მერი აქვეყნებს ერთ-ერთი „კამიკაძე- დრონის“ ნამსხვრევების ფოტოს, რომლითაც დღეს დილით რუსული ძალები კიევს თავს დაესხნენ.