კიევში, თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

კიევში, თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

უკრაინის დედაქალაქ კიევის შევჩენკოს რაიონში რუსების მიერ „კამიკაძე -დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული კორპუსიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.

მისივე თქმით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანი რჩება, სამი დაშავებული კი - საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„შევჩენკოს რაიონში მდებარე კორპუსის ნანგრევებიდან, სადაც დრონის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა, გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა კლიჩკომ.