კიევში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით „კამიკაძე-დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი- დაშავდა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით იერიში დღეს დილით მიიტანეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმა 28 დრონით განხორციელდა, რასაც 5 აფეთქება მოჰყვა.