ევროკავშირმა უკრაინისთვის დახმარების მეექვსე, 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დახმარების მეექვსე, 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და მედეგობის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„500 მილიონი ევროს ღირებულების მეექვსე ტრანში ევროპული სამშვიდობო ფონდში ევროკავშირის მთლიან წვლილს 3.1 მილიარდ ევრომდე გაზრდის. დახმარების ზომები მოიცავს 490 მილიონ ევროს სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე 10 მილიონი ევრო განკუთვნილია აღჭურვილობისა და მარაგებისთვის, როგორიცაა პირადი დამცავი აღჭურვილობა, პირველადი დახმარების ნაკრები და საწვავი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების წინა პაკეტებზე შეთანხმება 28 თებერვალს, 23 მარტს, 13 აპრილს, 23 მაისს და 21 ივლისს მოხდა.