მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას ითხოვს

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას ითხოვს

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

„ისინი, ვინც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ბრძანებას გასცემენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამებით დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ „დიდი ოცეულის“ ლიდერებთან ერთ მაგიდასთან ისხდნენ“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

„დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია უნდა გაირიცხოს ყველა პლატფორმიდან“, - განაცხადა პოდოლიაკმა.