ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კომპანია ,,ელემსის” ხელმძღვანელი პირები გამოიკითხნენ

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კომპანია ,,ელემსის” ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დასრულდა.

მათი ადვოკატი ზაზა ნაჭყებიას ინფორმაციით, მათი მხრიდან გამომძიებლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და დაწვრილებითი პასუხი გაეცა, გარდა ამისა სრული პასუხიმსგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ „ელემსის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ყველაზე მაღალ სტანდარტებს პასუხობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ მომხდარა მათი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და პროექტის კორექტირება, რაზეც მერიას მათთვის არც ერთხელ მიუმართავს.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა გამომძიებლებს მიაწოდეს ელექტრონული ვერსია სრული საპროექტო დოკუმენტაციის, რომლის ირგვლივაც ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ბუნებრივია, პოლიციის თანამშრომლები, გამომძიებლები არ არიან პროფესიონალები, რომ ელექტროობაში, ან წყალმომარაგებაში იყვნენ გარკვეულები, შესაბამისად ამან მნიშვნელოვანი დრო წაიღო. ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ამომწურავი, დაწვრილებითი ინფორმაცია. სრული პასუხიმსგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ „ელემსის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს. უსაფრთხოების კუთხით, პროექტში ჩადებული იყო უმაღლესი, N68 ევროპული სტანდარტი, რომლის ზევითაც უსაფრთხოების სტანდარტი არ არსებობს, რამდენად არის ეს ასახული შესრულებულ სამუშაოებში, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მნიშვნელოვანია გაირკვეს ხომ არ მომხდარა ჩვენი კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა, პროექტის კორექტირება. მერიას შეეძლო მოემართა ჩვენთვის, რომ აღმოჩენილი იყო ხარვეზი, ან სამშენებლო კომპანიამ პროექტის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა შესთავაზა, მაგრამ რაიმე სახის კორექტირებასთან დაკავშირებით მერიას ჩვენთვის არც ერთ ეტაპზე არ მოუმართავს“, - აღნიშნა ზაზა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, კომპანია ,,ელემსიმ” ვაკის პარკის შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც შემდეგ ,,გრინსერვის პლიუსმა” განახორციელა.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო