გუბერნატორი - ბელგოროდში რკინიგზის სადგური დაბომბეს - დაშავდა ერთი ადამიანი

ბელგოროდში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, - ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
„ბელგოროდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიას ჭურვები მოხვდა. დაშავებულია მამაკაცი. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგის საკონტაქტო ქსელი. მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებულია“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, საავარიო ბრიგადები შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ.

























