უკრაინელებმა სამხრეთში 80-ზე მეტი ოკუპანტი და საბრძოლო მასალის 3 საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხეთით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება.
„იუჟნობუგსკის ოპერატიულ ზონაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მას სტაბილურად აკონტროლებენ თავდაცვის ძალები. მტერი ცდილობს დაკავებული ხაზების შენარჩუნებას. ის აგრძელებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ავიაციის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში 15 დარტყმა განახორციელა.
„მტრის დანაკარგები შეადგენს: 84 რაშისტს, 2 თვითმავალ მსხვილკალიბრიან ჰაუბიცა „აკაციას“, ტანკს, 3 ერთეულ ჯავშანტექნიკას, აგრეთვე საბრძოლო მასალის სამ საცავს ბერისლავისა და ბაშტანის რაიონებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

























