რუსებმა კრივი-რიჰში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს

რუსებმა კრივი-რიჰში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შედეგად კრივი-რიჰის რაიონის ბევრი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კრივი-რიჰის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის განადგურების შედეგად ბოლო საჰაერო თავდასხმის დროს დარტყმის შედეგად რაიონის ბევრი დასახლება და ინგულეცის მიკრორაიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - წერს ალექსანდრე ვილკული.

მისი თქმით, ავარიის შედეგების აღმოფხვრაზე ენერგეტიკოსები მუშაობენ.

„ვეცდებით, გამოვიყენოთ ელექტრომომარაგების ალტერნატიული სქემები, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, - დასძინა კრივი-რიჰის ხელმძღვანელმა.