CNN - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რათა რუსებს ირანული დრონების გამოყენება ასწავლონ

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუს სამხედროებს ირანში წარმოებული დრონების გამოყენება შეასწავლონ, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ინსტრუქტორი გაემგზავრა ყირიმში, თუმცა, საუბარია „ათობით“ ირანელ სამხედროზე.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, როდესაც აგვისტოში რუსეთმა უკრაინაში ირანული დრონების გამოცდა და განლაგება დაიწყო, ბევრი დრონი გაუმართავი აღმოჩნდა. რუსი სამხედროები სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებულ წვრთნებს ირანში გადიოდნენ, თუმცა, ბოლო კვირებში, ირანელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ყირიმში ჩასვლა დაიწყეს.

შეგახსენებთ, რუსეთმა, ბოლო დროს, უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონების გამოყენებით თავდასხმები გააძლიერა. თეირანი უარყოფს, რომ რუსეთს დრონებს უკრაინაში გამოსაყენებლად აწვდის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო