უკრაინის გენშტაბი - დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ სახელმძღვანელოებს

დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე, რუსი დამპყრობლები უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.

„დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის 500-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა.

უკრაინის კულტურის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩენკოს განცხადებით, მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის კულტურული დაწესებულებების, ეკლესიების, მეჩეთების, თეატრების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სერიოზულ განადგურებას იწვევს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც კი განადგურების საფრთხის ქვეშაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო