ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება

ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას”, - აღნიშნა განცმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება.

“დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივესი, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა განცმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო