მედია - გერმანიის პრეზიდენტი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი გერმანულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერის ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების უწყებებმა პრეზიდენტს კიევში ვიზიტი გადააფიქრებინეს.

Bild-ის ცნობით, ვიზიტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს იქნა მიღებული, თუმცა შტაინმაიერი წლის ბოლომდე მაინც აპირებს უკრაინაში ვიზიტს. ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიზიტის გაუქმებამ კიევში გაღიზიანება გამოიწვია.

“იმ დროს როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აუქმებს, არის ბევრი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარი, რომელთაც ზუსტად ახლა სურთ [უკრაინის] დედაქალაქში ყოფნა”, - ციტირებს გამოცემა უკრაინულ წყაროს.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე