უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ათი დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა 16 დრონი, 6 ფრთოსანი რაკეტა და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 6 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და 16 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თოთხმეტი ირანული წარმოების Shahed-136-ი“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემით კი ქვეყნის ტერიტორიას 65-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.