თეთრი სახლი - თეირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ყირიმში ჩასვლით და იარაღის მიწოდებით, რომელიც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანელი სამხედროები ყირიმში ჩავიდნენ, რათა რუსების მიერ დრონების უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოყენებისთვის ხელი შეეწყოთ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის მტკიცებით , ირანის სამხედრო პერსონალის ვიზიტი კონფლიქტში თეირანის უშუალო ჩართულობის მტკიცებულებაა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყირიმში ბაზირებული რუსი სამხედრო პერსონალი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევის წინააღმდეგ, თავდასხმებისთვის იყენებს. ირანელი სამხედრო პერსონალი ყირიმში ადგილზე იმყოფებოდა და მათ ამ ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა“, - აღნიშნა კირბიმ.

შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ რუსეთი ირანიდან უპილოტო დრონებს იღებდა, მაგრამ მანამდე არ უთქვამს, რომ ირანელი სამხედროები ადგილზე იმყოფებოდნენ.

„თეირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ადგილზე და იარაღის მიწოდებით, რომელიც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მათ შეუძლიათ მსოფლიოს მოატყუონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ ფაქტების დამალვა“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ახლა შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი ირანისგან მოიძიებს დამატებით იარაღს, მათ შორის ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ