დმიტრო კულება - იაირ ლაპიდთან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მოწოდების შესახებ უკრაინის მოთხოვნა განვიხილე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ უკრაინის მოთხოვნა განიხილა. ამის შესახებ კულება „ტვიტერში“ წერს.
„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს და ვაცნობე მას რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული ენით აუწერელი ტანჯვის, ადამიანების დაღუპვისა და ნგრევის შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის მოთხოვნა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების მოწოდების შესახებ“, - აცხადებს კულება.
ცნობილია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა მკაცრად დაგმო 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა.

























