ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტერი რაკეტებით გვესხმის თავს - დარჩით თავშესაფრებში!

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტერი რაკეტებით გვესხმის თავს - დარჩით თავშესაფრებში!

მტერი ზაპოროჟიეს რაკეტებით ესხმის თავს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი იუწყება.

„მტერი რაკეტებით უტევს საოლქო ცენტრს. დარჩით თავშესაფრებში! დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.