ანა ნაცვლიშვილი - ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა

თუ გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ის პოლიტიკა, რაც ივანიშვილის დაკვეთითაა, გონივრული და ლოგიკური მოლოდინია, რომ სანქციების პოლიტიკა გააქტიურდება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” შეფასებებს, რომ სანქციების დაწესება არის შანტაჟი, რადგან საქართველო ომში არ ჩაერთო, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან მსგავსი შინაარსის მოწოდებები არ ყოფილა.

„ცალკეული განცხადებები, რომელიც ისმის ხოლმე, რიგ შემთხვევებში მოდის კერძო პირებისგან, ექსპერტებისგან. მე ამ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ეს არ არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამის თქმის მყარ საფუძველს მაძლევს ის შეხვედრა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციას გვქონდა კიევში, ბუჩასა და ირპენში, სადაც შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალური პირების დელეგაციას. შეხვედრა შედგა პარლამენტის სპიკერებს შორის, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ესწრებოდა და ასევე შეხვედრა იყო სრულ დელეგაციებს შორის. ჩვენ რადას სპიკერისგან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, მსგავსი მოწოდებები არ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები კერძო საუბარში პაპუაშვილთან რომ გაეჟღერებინა, ის პასუხს გასცემდა. ასე რომ, ეს თემა სპეკულაციაა და უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება სანქციებს, ეს თემა რომ დღის წესრიგშია შეუქცევადად, ეს შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი დღის წესრიგში ჩასვა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქი და მის მიმართ სანქციების საკითხი უნდა იქნას განხილული ევროკავშირშიც და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებშიც. ამის გაგრძელებაა ის, რომ უკრაინის სანქციებში მოყვა ივანიშვილის ოჯახი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” შეფასებებს, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სანქციებზე “უსუსური გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე”.

“უნდათ, საქართველო ჩართული იყოს ომში - ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი და ზეწოლა საქართველოზე, თან ცოტა კომიკური ვითარებაც არის, თუ რამე ზეგავლენა უნდათ ამით, ვთქვათ, შეიძლება ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი, ჯერ რა კავშირშია, მაგრამ მაინც”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა