უკრაინის გენერალური შტაბი - ოკუპანტები და კოლაბორანტები ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავს ტოვებენ

ოკუპანტები და კოლაბორანტები ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავს ტოვებენ, საოკუპაციო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობა ქალაქში შეწყვეტილია.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“არსებული ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ბერისლავში, ამა წლის 19 ოქტომბრიდან საოკუპაციო ხელისუფლების ყველა ორგანოს საქმიანობა შეწყვეტილია. ასევე ცნობილია, რომ ქალაქის დატოვებას ოჯახებთან და საკუთრებასთან ერთად აგრძელებენ კოლაბორანტები, რომლებიც რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ”, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

























