უკრაინელებმა კიევისკენ გაშვებული რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიევისკენ გაშვებული რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. მადლობა ჩვენს დამცველებს!" - დაწერა მერმა „ტელეგრამში“.

მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გრძელდება.

„დაზოგეთ ელექტროენერგია და გაგებით მოეკიდეთ შეზღუდვებს“, - მოუწოდა კლიჩკომ მოსახლეობას.