ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას აგრძელებს

რუსეთი აგრძელებს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას უკრაინის მასშტაბით. უკრაინის მცდელობები Shahed-136-ის უპილოტო საფრენი აპარატების დასამარცხებლად სულ უფრო წარმატებული ხდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური წყაროების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, დრონებით თავდასხმების თითქმის 85%-ის მოგერიება ხდება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ირანული უპილოტო საფრენი აპარატები ნელია, ხმაურიანი და დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავენ, რაც მათ განადგურებას აადვილებს.

„რუსეთი, სავარაუდოდ, ირანული Shahed-136-ის უპილოტო საფრენი აპარატების დიდ რაოდენობას იყენებს, რათა შეაღწიოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ეფექტური ხდება. სავარაუდოდ, რუსეთი მათ, რუსული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღის შემცვლელად იყენებს, რომელიც სულ უფრო დეფიციტური ხდება“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს