უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსი ოკუპანტები მხოლოდ ილუზიას ქმნიან, რომ ხერსონიდან მიდიან, სინამდვილეში კი ახალი სამხედრო შენაერთებს შემოჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსი ოკუპანტები მხოლოდ ილუზიას ქმნიან, რომ ხერსონიდან მიდიან, სინამდვილეში კი ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, შესაძლოა ამზადებს ნიადაგს რუსული საზოგადოების რეაქციის შესამსუბუქებლად ხერსონის ჩაბარების ან დაკარგვის შემთხვევაში.

"ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი გაქრა და ამავდროულად, პირიქით, შემოჰყავთ იქ ახალი სამხედრო ნაწილები და ქალაქის ქუჩებს თავდაცვისთვის ამზადებენ”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსებს ესმით, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტროლს დაამყარებენ თუნდაც კახოვკის კაშხალზე, რომელიც ახლა ერთადერთი სრულად მოქმედი სატრანსპორტო არტერიაა, მაშინ მათ მოუწევთ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ან ქალაქის ძალიან სწრაფად დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსი სამხედროები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც გაზაფხულზე აღმოჩნდნენ მარიუპოლში უკრაინული შენაერთები.

„ახლა კი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამზადებენ ნიადაგს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად გავიდნენ იქიდან. თუმცა ახლა წასასვლელად არ ემზადებიან - თავდაცვისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო