ოპერატიული სარდლობა - უკრაინელებმა სამხრეთით მტრის სამი ვერტმფრენი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამი საცავი, ვერტმფრენი და სამი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება.

„იუჟნობუგსკის მიმართულებით საოპერაციო ზონაში ვითარება სტაბილურად დაძაბულია, მაგრამ თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. მტერი აქტიურად იცავს და ცდილობს დაკავებული ხაზების შეკავებას. ცეცხლსასროლი იარაღით ზარალი მიაყენა ჩვენს პოზიციებსა და ფრონტის ხაზის მიმდიბარე დასახლებებს, მათ შორის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, ბერისლავის რაიონში მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვის მცდელობა ჩაშალეს - დავალების შესრულებისას განადგურდა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო ჯაშუში.

„მტრის ავიაციამ ფრონტის ხაზის გასწვრივ 4 შეტევა განახორციელა. საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ღირსეული პასუხი გასცეს და დღის განმავლობაში სამი Ka-52 ტიპის თავდასხმის ვერტმფრენი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ხერსონში უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ „კამიკაძე-დრონების“ გამოყენების საშუალება არ მისცეს.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 246 საცეცხლე ამოცანა, მათ შორის მტრის ნაღმტყორცნებისა და საარტილერიო პოზიციების წინააღმდეგ.

„მტრის დადასტურებული დანაკარგი შეადგენს: 40 რაშისტს, 3 ტანკს, „Оса“-ს საზენიტო სარაკეტო სისტემას, 6 ერთეულ ჯავშანტექნიკასა და საბრძოლო მასალის 3 საცავს ბერისლავისა და კახოვის რაიონებში. მნიშვნელოვნად დაზიანდა მტრის 6 ტანკი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო