მოსკოვი მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„კითხვას სრულად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ვითარებაზე. მან მიუთითა უცხოელი ექსპერტების გარკვეულ ინტერესზე და თქვა, რომ მზად ვართ შესაბამისი კონტაქტის დამყარებისთვის. გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას და გავცემთ საჭირო პასუხებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გააანალიზონ.
„ის, რაც ახლა უნდა გააკეთონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არის, რომ გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს გაჟღერებული, გადაცემული მასალები და გააანალიზონ ინფორმაცია საჯაროდ“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ანგლო-საქსონურმა დუეტმა შექმნა კიდევ ერთი მონსტრი, რომელიც ამჟამად სამყაროს ყველაზე საშიში ზღვრისკენ უბიძგებს.